ჯგუფი „ურბანული ექსპერიმენტები“ 2015 წელს ჩამოყალიბდა სამი არქიტექტორის: ნუცა კანდელაკის, შოთა საგანელიძის და ნუცა ნადარეიშვილის მიერ. მაგისტრატურის მილანში, ვილნიუსსა და დელფტში დამთავრების შემდეგ, თბილისში დაბრუნებულებმა გადაწყვიტეს ჯგუფის შექმნა, რომლის საშუალებითაც, უცხოეთში ურბანულ და არქიტექტურულ სფეროში სწავლისა და მუშაობის შედეგად მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას ქართველ სტუდენტებს გაუზიარებდნენ. მოგვიანებით ჯგუფს შეუერთდა არქიტექტორი ნიკოლოზ ლეკვეიშვილი, არქიტექტურული ოფისი „TIMM“-ის დამფუძნებელი. „ურბანული ექსპერიმენტები“ მულტიდისციპლინარული ჯგუფია, რომლის მთავარი მიმართულება კვლევასა და დიზაინში bottom up (ქვევიდან ზევით) და hands on (უშუალოდ ხელჩართულ) მიდგომას ეფუძნება; აღნიშნული ანალიზის, კვლევისა და დაგეგმარების დროს, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან მჭიდრო თანამშრომლობას, მათი აზრებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას გულისხმობს; ამგვარი პრაქტიკა ხელს უწყობს არქიტექტორებს, ურბანისტებსა და მოსახლეობას შორის ნდობის ჩამოყალიბებას. 2015 წლიდან მოყოლებული ჯგუფი „ურბანული ექსპერიმენტები“ რამდენიმე წარმატებული სემინარის ორგანიზატორია. სემინარების ძირითადი ფოკუსია ფორმალური და არაფორმალური საზოგადოებრივი სივრცეების კვლევა, როგორც საბჭოთა პერიოდის დასახლებებში, ასევე ქალაქის ისტორიულ ნაწილში. ამ პერიოდში ჯგუფმა ითანამშრომლა ისეთ არქიტექტურულ და ურბანულ ფირმებთან როგორიცაა: Stadslab – european urban design laboratory, Topotek 1 Berlin, Raumlabor Berlin, და სხვა. ჯგუფის მიერ ორგანიზებული სემინარის „ გარაჟი - პოტენციური საჯარო სივრცე“ შედეგები, ივენთის სახით, გამოფენილი იყო თბილისის პირველი არქიტექტურული ბიენალეს ფარგლებში;


გლდანიპოლი


სემინარი “გლდანი პოლი” ჩატარდა ჯგუფი ურბანული ექსპერიმენტების მიერ ACTUP Project -ის ფარგლებში და თბილისის საერთო არქიტექტურის ბიენალეს “რა გვაქვს საერთო “-ს მხარდაჭერით; ვორკშოპის მიზანია გლდანში ჩამოყალიბებული ფორმალური და არაფორმალური საჯარო სივრცეების კვლევა, იქ არსებული უნიკალური მახასიათებლების, თვისებების, ატმოსფეროების, ურბანული ლეგენდების და ადგილების - აღმოჩენა, აღრიცხვა, კვლევა, დამუშავება და პრეზენტაციის სახით გადმოცემა; კვლევის პროცესში დადგინდა ამ სივრცეების დანიშნულება ქალაქისა და სამეზობლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუ რა პოტენციალი აქვთ მათ და როგორ შეიძლება მათი ტრანსფორმაცია და ადაპტაცია დღევანდელ გამოწვევებთან. სემინარში მონაწილეობით, სტუდენტებმა შეიძინეს გამოცდილება რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი სივრცეების ანალიზს და სოციალურ კვლევაზე დაყრდნობით ქალაქში არსებული პრობლემების გამოვლენას. ვორკშოპის განმავლობაში სტუდენტებმა მიმართეს ე.წ. “Bottom up” (ქვევიდან ზევით) და “hands on” (უშუალოდ ხელჩართულ) მიდგომას, რაც გულისხმობს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან მჭიდრო თანამშრომლობას, მათი აზრებისა და მოთხოვნების გათვალიწინებას ანალიზის, კვლევის და უშუალოდ დიზაინის დროს. პროექტის მიზანია კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია, გლდანის მიკრორაიონებში არსებული საზოგადოებრივი სივრცეების უნიკალური მახასიათებლების შესახებ, ინტერაქტიული სახით მიიტანოს მაყურებლამდე.


თამაში შექმნილია,  8vision-ის მიერ


კონტენტ მენეჯერი: თინა შენგელია


გლდანიპოლიში თქვენი გიდები არიან:

I-II მიკრო:

1. ანი თარაშვილი

2. ნუცა ცერცვაძე

3. ირინა მასხულია

III-IV მიკრო:

1. გიორგი ჯიქია

2. ჩიტო ჩელებაძე

3. ელენე ნემსაძე

4. ნინო ავალიშვილი 

5. ბარბარე კიკილაშვილი


V-VI მიკრო:

1. სალომე ტაბატაძე

2. გიორგი ჭაბუკიანი

3. ნინო ყავრელიშვილი

VII-VIII მიკრო:

1. ელენე მაჩაიძე

2. ლიდია ჯინჭარაძე

3. მარიამ გონგლაძე 

4. გიორგი იაშაღაშვილი 

5. იესე კობალაძე